განმეორებითი ინსპექტირება ფასიანი ხდება

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება (N562 2022 წლის 9 დეკემბერი), რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ინსპექტირების საფასური ასს კატეგორიების მიხედვით.

M1 კატეგორია – არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

პირველადი ინსპექტირების საფასური – 60 ₾

განმეორებითი ინსპექტირების საფასური – 20 ₾

M2 კატეგორია – 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე, მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები

პირველადი ინსპექტირების საფასური – 100 ₾

განმეორებითი ინსპექტირების საფასური – 30 ₾

N1 კატეგორია – არაუმეტეს 3500 კგ-ზე სრული მასისა და არანაკლებ ოთხი თვლის მქონე, ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სასოფლოსამეურნეო მანქანებისა და ტრაქტორების გარდა

პირველადი ინსპექტირების საფასური – 60 ₾

განმეორებითი ინსპექტირების საფასური – 20 ₾

M1 კატეგორია ელექტრო – არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

პირველადი ინსპექტირების საფასური – 48 ₾

განმეორებითი ინსპექტირების საფასური – 15 ₾

დადგენილება ამოქმედდება 2023 წლის 1 თებერვლიდან.