2023 წლის 1 იანვრიდან მცირდება გამონაბოლქვის დასაშვები ნორმა

როგორც “ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს, ეტაპობრივად მცირდება გამონაბოლქვის დასაშვები ნორმა.

2023 წლის 1 იანვრიდან – 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ბენზინის ძრვაზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც პირველად დარეგისტრირდენ 2020 წლის 1 აპრილამდე გამონაბოლქვის დასაშვები ნომრა განისაზღვრა 0,55 %-ით, როგორც ძრავას უქმ სვლაზე, ასევე ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით არანაკლებ 2 000 ბრ/წთ.

აღნიშნული ცვლილება არ ეხება იმ ავსტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ, ვინაიდან მათვის აქამდეც მოქმედებდა გამკაცრებული გამონაბოლქვის ნორმა (0,5 % ძრავას უქმ სვლაზე, 0.3 % ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით არანაკლებ 2 000 ბრ/წთ და ლამბდა კოეფიციენტი 1.0 +-0,03) და სამკომპონენტიანი კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) მოთხოვნა.

ცვლილებები არ ეხება დიზელის ძრავით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.