საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კრება

23 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის კრება, რომელსაც დაესწრო საქართველოში მოქმედი 39 ინსპექტირების ცენტრის ხელმძღვანელები. კრებაზე დამტკიცდა 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა, ასოციაციის ახალი სტრუქტურა და ბიუჯეტი. სიახლეები და ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაცია CITA-ს რეკომენდაციებთან. ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა CITA-ს წევრობის სერთიფიკატები გადასცა ასოციაციის აქტიურ წევრებს.

PHP Code Snippets Powered By : XYZScripts.com