ერთ წელში მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15.7% გამოცხადდა ინსპექტირებაზე
საგანგაშოა, რომ 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ ივნისამდე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების საერთო რაოდენობის მხოლოდ 15.7% (სულ 8 521 ერთეული) გამოცხადდა ინსპექტირებაზე. ავტოსადგურები უხეშად არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას, – ამის შესახებ კვლევას საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ კანონის აღსრულების მექანიზმი, სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტომობილების ტექნიკური გამართულობის …