“თოგენი” – A ტიპის ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი, დაარსდა 2018 წელს, მდებარეობს ქალაქ ჩხოროწყუში. ცენტრი მომსახურებას უწევს M1, M2 და N1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. ინსპექტირების ცენტრი აღჭურვილია გერმანული წარმოების BOSCH-ის თანამედროვე დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ტესტირების პროცესში მიღებული შედეგების სიზუსტეს. ინსპექტირების ცენტრის პერსონალის კომპეტენცია დადასტურებულია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ. პტი ცენტრის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ცენტრში ანგარიშსწორება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით ან TBC PAY-ის სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ინსპექტირების ცენტრი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით 9 საათიდან – 21 საათამდე.